logo_geo
eng_logo
ბათუმის საოლქო კომისიასთან აქციაზე სამართალდამცველებმა მოძრაობა „ალტერნატივას“ რამდენიმე წევრი დააკავეს
- +

22 ნოემბერი. 2020. 00:35

 

 

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიასთან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, მათი დაკავების მიზეზი სამართლებრივი გადაცდომა გახდა.

 

„არ დაგვემორჩილნენ, არ დაიცვეს დისტანცია და რამდენიმე ადამიანი დავაკავეთ. მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა“, - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა.

 

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიასთან მოძრაობა „ალტერნატივამ“ „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყო.

 

ადგილზე იმყოფებოდა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი მზია ქედელიძე. მისი განცხადებით, ის აქციას როგორც კომისიის წევრი ისე ესწრებოდა. როგორც „ალტერნატივას“ წევრებმა „იმედინიუსს“ განუცხადეს, მათ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს და „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა შეთანხმებული არ იყო ოპოზიციასთან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner