logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
- +

24 ნოემბერი. 2020. 10:50

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თვითიზოლაცია დაასრულა, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სამსახურში დაბრუნდა.

 

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს, ოჯახის ინფიცირებულ წევრთან კონტაქტის გამო გადავიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner