logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
- +

24 ნოემბერი. 2020. 11:21

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია, მას ტემპერატურა აღარ აღენიშნება.

 

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს კვლავ აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, ყელის ტკივილი და ხველა, თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ის მკურნალობას ინფექციურ კლინიკაში გადის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner