logo_geo
eng_logo
ქუთაისში, კორონავირუსი დაამარცხა ქალმა, რომელსაც ფილტვების 80% დაზიანებული ჰქონდა
- +

24 ნოემბერი. 2020. 12:36

 

 

გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ერთ-ერთი კოვიდცენტრი, „კლინიკა ბომინდი"  11 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. მათ შორის იყო ქალბატონი, რომელიც კლინიკაში ფილტვის ქსოვილის 80-პროცენტიანი დაზიანებით, ორმხრივი პნევმონიით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა. პაციენტი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის კურსს ორი კვირის განმავლობაში გადიოდა.

 

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის არიან ორსულები და მელოგინეები.

 

„დღეის მდგომარეობით, 135 კოვიდ-დადებითი პაციენტი იმყოფება კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ-ცენტრში. სასიხარულოა, რომ კლინიკაში ახალი კორონავირუსული ინფექცია 400 პაციენტმა დაამარცხა. დღეს კიდევ 12 გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას ველოდებით. 41 ორსული და მელოგინე გვყავს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. გასული 24 საათის განმავლობაში 6 ორსული დაგვემატა სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან. კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა მძიმე პაციენტმა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა. პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. იყო გულზე ნაოპერაციები და ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი“, - ამბობს კლინიკა „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

 

სულ, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ-ცენტრს 400 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner