logo_geo
eng_logo
დღეს ვახტანგ ტატიშვილის დაბადების დღეა!
- +

24 ნოემბერი. 2020. 19:12

 

საქართველოს დამსახურებულ არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, მსახიობი, მუსიკოსი, პედაგოგი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე ვახტანგ ტატიშვილი 24 ნოემბერს  79 წლის გახდა.

 

ვახტანგ ტატიშვილი დაიბადა ბათუმში, 1941 წელს. 1963 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იქ გაიცნო ჯემალ ბაღაშვილი და ალექსანდრე ბასილაია, მღეროდა სტუდენტურ კვარტეტში მათთან ერთად. 1963-1965 წლებში თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში ასწავლიდა ფიზიკას. 1965 წლიდან (ანუ უკვე 55 წელია) დიდ სცენაზეა და იმსახურებს მსმენელისა და მაყურებლის სიყვარულს - ყველაზე დიდ ჯილდოს ცხოვრებაში. 1965-1968 წლებში, მარეხ გოძიაშვილთან და ჯემალ ბაღაშვილთან ერთად, მღერის ტრიო „ლილეში“. 1968 წლიდან არის ფილარმონიის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი (ანუ, დაარსებიდანვე). თავიდან იყო კვარტეტი: ვახტანგ ტატიშვილი, ალექსანდრე ბასილაია, ჯემალ ბაღაშვილი და გოგი ლეონიძე. შემდეგ თანდათან გაიზარდა ანსამბლო, შემოუერთდნენ თემურ წიკლაური, მისი მეუღლე, გოჩა ლორია, მანანა თოდაძე, თამუნა ამონაშვილი, თემურ თათარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, სოსო პავლიაშვილი…,  მონაწილეობს ანსამბლის ყველა კონცერტში, გამარჯვებულია მრავალი ფესტივალსა თუ კონკურსში, არის „იუმორინას“ უცვლელი მონაწილე. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად კონცერტებს მართავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ნუგზარ კვაშალთან დუეტში მისი სცენაზე გამოჩენა აღაფრთოვანებს ბავშვებს და არა მხოლოდ მათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner