„შეზღუდული ეკონომიკის სექტორები, შეზღუდული ბიზნესები არა სრულად ჩერდება, გამონაკლისია მხოლოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, არამედ გადადის საქმიანობის სხვა ფორმებზე“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მაგალითად, რესტორნები იმუშავებენ გატანის სერვისებით. ესეც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ვაჭრობის ობიექტები გადავლენ ონლაინ ვაჭრობაზე და მიტანის სერვისზე, რაც უკვე აპრობირებული ფორმაა და ამისთვის ძირითადად არიან მომზადებულები. საბითუმო ვაჭრობა გრძელდება, გრძელდება სხვა სამეწარმეო საქმიანობა. ისევ და ისევ, ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ აუცილებელი შეზღუდვები არის კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.