logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, დავიცვათ დისტანცია და ისე გამოვხატოთ
- +

26 ნოემბერი. 2020. 15:51

 

 

„არავინ არავის არ უკრძალავს და არ უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ეპიდემიოლოგების მხრიდან შედარება ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო, ყრილობების დაუშვებლობის. არ ვიცი, რა სხვაობაა ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600-კაციანი სუფრების, არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. არსებობს მარტივი გამოსავალი - პირბადე, წესების დაცვა, ელემენტარული დისტანცია, არავინ არავის არ უკრძალავს და არ უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner