logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს
- +

26 ნოემბერი. 2020. 15:53

 

 

„გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, ვინც მიიღებს ვაქცინას და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდება და წლის ბოლოდან დავიწყებთ აღდგენას და რა თქმა უნდა, სირთულე დიდია, მაგრამ არ უნდაც დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა. საპენსიო დანაზოგები, საპენსიო სქემა და ფონდი, ეს არის გაცილებით გრძელვადიანი საკითხი, საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ფუძემდებლური რეფორმა და ჩვენ არ უნდა მივაყენოთ ჩრდილი და გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია, რა პრობლემების არ უნდა დაგვიდგეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner