logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: საცხობები და საკონდიტროები არ დაიხურება
- +

26 ნოემბერი. 2020. 16:05

 

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საცხობები და საკონდიტროები საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ შეზღუდვების სიაში არ შედიან. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ობიექტები გატანის სერვისზე მუშაობენ და ადგილზე არ ხდება მომსახურეობა და სწორედ ამიტომ მათი მუშაობა არ შეიზღუდება.

 

„საცხობები და საკონდიტროები არის კვების ობიექტები, რომლებიც რეალურად გატანის სერვისზე მუშაობენ, ანუ შეიძენთ პროდუქტს და მიდიხართ, ადგილზე არ ხდება მომსახურება, აქედან გამომდინარე, ისინი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ შეზღუდვების სიაში არ შედიან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner