logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: პაციენტები ხშირად კოვიდ-სასტუმროს ხედს იწუნებენ
- +

26 ნოემბერი. 2020. 16:35

 

 

„არის შემთხვევები, როდესაც ვიღაცას სასტუმროს ხედი არ მოსწონს და შესაბამისად ხედიც შესარჩევია, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეები უარს აცხადებდნენ სასტუმროში მოთავსებაზე, მათ უნდათ პირდაპირ კლინიკაში მოთავსება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექიმების ინფიცირებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანია, პაციენტები გადავიდნენ სასტუმროში, სადაც ისინი მიიღებენ საჭირო დახმარებას და ექიმის მონიტორინგს, რომელიც მათ ესაჭიროებათ. ყველა სასტუმრო არის დაკავშირებული მის კლინიკასთან და გეგმურად ამ პაციენტების 18:00 საათის შემდეგ კვლევებზე გადაყვანა, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ესაჭიროება კლინიკაში დარჩენა პასუხისმგებელი კლინიკა მას დაიტოვებს, თუ ეს საჭიროება არ დგას ის დაბრუნდება სასტუმროში და გააგრძელებს იქ ადგილზე მყოფი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას, ეს არის მნიშვნელოვანი და გარკვეული ფილტრი იმისთვის, რომ ჩვენ არ მივიღოთ ჰოსპიტალებში ის ნაკადი, რომელსაც ეს არ სჭირდებათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner