logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონების უმრავლესობაში პრევენციული ღონისძიებების დაცვა კარგად ხდება
- +

26 ნოემბერი. 2020. 16:41

 

 

 

„შეფასდა შედარებითი რისკი და სილამაზის სალონების უმრავლესობაში აღმოჩნდა რომ კარგად ხდება დაცვა იმ პრევენციული ღონისძიებები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, სილამაზის სალონების ფუნქციონირების გაჩერება, შესაძლოა, უფრო მეტად ყოფილიყო ინფექციის გავრცელების საფრთხის მატარებელი, ვინაიდან სალონების დაკეტვის შემდეგ ეს ადამიანები დადიან სახლებში.

 

„რისკი ყველგან არის, მაგრამ შედარებითია ეს რისკი. შეფასდა შედარებითი რისკი და სილამაზის სალონების უმრავლესობაში აღმოჩნდა, რომ პრევენციული ღონისძიებების დაცვა კარგად ხდება. არის მეორე რისკი, რომ დაკეტო დღეს და შეზღუდო სილამაზის სალონები, ეს ბიზნესი მერე ინაცვლებს ჩრდილში, ანუ, შემდგომ ეს ადამიანები დადიან სახლებში და შესაძლოა, უფრო მეტი იყოს გავრცელების რისკი. ამიტომ, ეს რისკი რომ შეფასდა ჩაითვალა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიზანშეწონილად, რომ ამ ტიპის მიდგომა ყოფილიყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner