logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების ძირითადი დანიშნულება ვირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერებაა
- +

26 ნოემბერი. 2020. 16:42

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების მიზანი კორონავირუსის ყოველდღიური რაოდენობის შემცირებაა.

 

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ვირუსთან ბრძოლა ეფექტური იყოს, სახელმწიფოს, ექიმებისა და მოქალაქეების ერთობა მნიშვნელოვანია.

 

„შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, შევაჩეროთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა. პირველი მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ეს უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში. თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ, დაწესება ერთია შეზღუდვების და მისი აღსრულება მეორე. თუ ჩვენ ერთად- სახელმწიფო, ექიმები, საზოგადოება, ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და იყო ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში. დღეს გაცილებით უკეთესად ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. თუ როგორი ვერაგია ეს დაავადება, როგორ გართულებებს იწვევს. რა თქმა უნდა, სოლიდარობა ამ სამ მთავარ ღერძს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ისევ გვექნება ის დამყოლობა, გავუგებთ კარგად ერთმანეთს, რადგან სიტუაცია უკვე ძალიან რთულია, ამ შემთხვევაში, დიდი იმედია იმისა, რომ აღარ გვექნება ვირუსის სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ სწრაფ ზრდას და შემდეგ თანდათანობით დაიწყებს უკუსვლას, დიდი ალბათობით, სადღაც იანვრის ბოლოსკენ შესაძლებელია, სხვა მაჩვენებლებზე ჩამოვიდეთ. იქნება ვთქვათ, ორჯერ ან უფრო ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner