„არის გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის, გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალურიც, თუკი ეს მას სჭირდება“, - ასე უპასუხა „ქრონიკის“ შეკითხვას ამირან გამყრელიძემ, ქვეყანაში მძიმე პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აქტიური ინფიცირების შემთხვევების 33% ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.
„დღეს 319 კრიტიკული პაციენტია, რომლებიც იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. დაახლოებით 100-მდეა ჟანგბად დამოკიდებული ადამიანი, საშუალო და მძიმე მიმდინარეობის პაციენტები. ყველა ეს ადამიანი საჭიროებს სერიოზულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და ყურადღებას. არის გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის, გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალურიც, თუ კი ეს მას სჭირდება. დღეს ჰოსპიტლებში 6 ათასამდე ადამიანია მოთავსებული, ანუ აქტიური შემთხვევების 33-34% არის ჰოსპიტლებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.