logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია
- +

27 ნოემბერი. 2020. 21:17

 

 

„მთავარია ორი თვის განმავლობაში წარმატებულად ვმართოთ ის პროცესი, რომელსაც წარმატებულად შევეჭიდეთ და მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია“, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ზოგადად ეს მოცემულობაა მსოფლიოში, რომ ბიზნესს სჭირდება მშვიდი და სტაბილური გარემო. განსაკუთრებით ინვესტორებს და ტურიზმის სექტორში, რომელიც ძალიან მოწყვლადია ყველა იმ მიმდინარე პროცესთან მიმართებით, რაც ქვეყანაში და მათ შორის რეგიონში ხდება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მსხვილ და საშუალო დონის ინვესტიციების მოზიდვაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არამედ რეგიონიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა ეს დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს პანდემიის ეფექტი, მეორეს მხრივ კი გართულებული ეფექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არ არის სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner