logo_geo
eng_logo
საქართველოში დღეიდან გამკაცრებული შეზღუდვებია ძალაში
- +

28 ნოემბერი. 2020. 10:23

 

 

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ორი დღის წინ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

 

გამკაცრებული შეზღუდვები დღეიდან არის ძალაში.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,

 

28 ნოემბერი-31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

 

21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

 

მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

 

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი”);

 

ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

 

ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

 

სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

 

დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

 

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

 

სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

 

ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

 

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

 

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

 

სათხილამურო კურორტებზე ასევე:

 

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

 

ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

 

24 დეკემბერი-2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

 

ქვეყნის მასშტაბით

 

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

 

3 იანვარი-15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

 

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

 

აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

 

არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული  მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

 

16 იანვარი-31 იანვარი – ქვეყნის მასშტაბით:

 

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

 

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

 

სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

 

საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

 

სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

 

დელივერსა და გატანის სერვისებს;

 

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

 

ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

 

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

 

აგრარული ბაზრობის მუშაობას

 

და სხვ.

 

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

 

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს.

 

ამასთან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი მიიღო. ჯამში, ახალი პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner