logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომაზე შეზღუდვების გამკაცრების აღსრულების საკითხები განიხილეს
- +

28 ნოემბერი. 2020. 10:55

 

 

„კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით შეზღუდვების გამკაცრების აღსრულების საკითხები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა შტაბს რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

შტაბის წევრებმა, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საავადმყოფოებში, კოვიდ სასტუმროებსა და საკარანტინო ზონებში არსებული ვითარების თაობაზე.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის თქმით, მიზნობრივი მხარდაჭერის ახალი პაკეტი, მიმართული იქნება პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ.

 

,,რეგიონის საოპერაციო შტაბის სხდომაზე განვიხილეთ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები. შტაბში შედიან, როგორ ადგილობრივი, ჯანდაცვის, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამართალდამცავი და სოფლის მეურნეობის უწყების წარმომადგენლები. ჩვენ მათთან ერთად კომპლექსურად ვიმსჯელეთ ყველა გამოწვევებსა და საჭიროებებზე რაც გამკაცრებული შეზღუდვების დროს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ. ეს შეზღუდვები აუცილებელია და განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეჩერებასა და ჯაჭვის გაწყვეტას. ასევე განვიხილეთ მოქალაქეთა ეკონომიკური ხელშეწყობის პაკეტები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. მიზნობრივი მხარდაჭერის ახალი პაკეტი, მიმართული იქნება პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მალხაზ თორიამ.

 

დისტანციურ სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მერები, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner