logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 058 ადამიანი
- +

28 ნოემბერი. 2020. 11:04

 

 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 472 ადამიანს დაუდასტურდა, 4058 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 127 942 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 106 328-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 195 მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner