logo_geo
eng_logo
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1,784 თბილისში, 683 კი აჭარაში გამოვლინდა
- +

28 ნოემბერი. 2020. 11:09

 

 

“დღეს დადასტურებული 4,472 შემთხვევიდან, 1,784 თბილისში, ხოლო აჭარაში 683 შემთხვევა გამოვლინდა”, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4,472 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1,784 შემთხვევა, აჭარაში-683, იმერეთში-662, ქვემო ქართლში-292, შიდა ქართლში-192, გურიაში-123, სამეგრელო-ზემო სვანეთში-247,კახეთში-228,მცხეთა-მთიანეთში-127, სამცხე-ჯავახეთში-93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 127 942 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 106 328-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 195 მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner