logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: მხოლოდ საჯარიმო სანქცია ვერავის დაიცავს ვირუსის გავრცელებისგან
- +

28 ნოემბერი. 2020. 11:22

 

 

„რა თქმა უნდა, პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების მექანიზმების აღსრულების ეფექტიანობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ალბათ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც პანდემიის წინააღმდეგ ვიბრძვით, ეს არის მათ შორის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

ვიცე-პრემიერის თქმით, საჯარიმო სანქციების გამოყენების მიუხედავად, ვერცერთი სახელმწიფოს რესურსი ეყოფა უზრუნველყოს მილიონობით ადამიანის მიერ პირბადის ტარების აღსრულება და ამასთან, ვერცერთი საჯარიმო სანქცია ვერავის დაიცავს უშუალოდ ვირუსის გავრცელებისგან.

 

„ძალიან ბევრი ადამიანი იყო სამწუხაროდ დღეს სავაჭრო ცენტრებში და ამ შემთხვევაში ეს არის ამ სავაჭრო ცენტრების პასუხისმგებლობა. ყველა დადგენილი წესის დაცვა არის მოქალაქის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მთავრობას, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული საჯარიმო სანქცია არ გვიცავს უშუალოდ ვირუსის გავრცელებისგან“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში სავაჭრო ქსელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული მაღალი მობილობის შედეგად ვირუსის გავრცელების საშიროების გამო, სახელმწიფოს შესაბამისი ზომების მიღება და შეზღუდვების დაწესება მოუწია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner