logo_geo
eng_logo
სამეგრელოში მცხოვრები ორი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
- +

28 ნოემბერი. 2020. 12:08

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით სამეგრელოში, მცხოვრები ორი მოქალაქე გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილთაგან ერთი აბაშაში მცხოვრები, 78 წლის ქალბატონია, რომელიც თერჯოლის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობოს კურსს, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი მკურნალობა მძიმედ მიმდინარეობდა.

 

მეორე გარდაცვლილი ფოთში მცხოვრები, 72 წლის ქალბატონია. პაციენტი მკურნალობდა ფოთის კოვიდკლინიკაში. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია (რესიპაციული დისტრეს სინდრომი).

 

დღეს, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

რეგიონში, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 120.

 

რუხის კლინიკაში იმყოფება - 150 კოვიდპაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 80 და 6 მძიმე. სენამედის კლინიკაში იმყოფება - 40 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკაში იმყოფება - 42 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 10 პაციენტი.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 127 942 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 106 328-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 195 მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner