logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა
- +

28 ნოემბერი. 2020. 12:34

 

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს -  ტოივო კლაარს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხზე იმსჯელეს.

 

 

მხარეებმა, ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და  უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა  უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გადასასვლელების დახურვის გადაწყვეტილებასა და მის თანმდევ ნეგატიურ შედეგებზე. შეხვედრაზე  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე იმსჯელეს, მათ შორის, COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში.

 

 

გრიგოლ ლილუაშვილმა, ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებულ როლსა და მანდატის თანახმად,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებას.

 

 

შეხვედრის მონაწილეებმა, მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner