logo_geo
eng_logo
აუტოფსიის შედეგად დიეგო მარადონას სიკვდილის მიზეზი დადგინდა
- +

28 ნოემბერი. 2020. 16:47

 

 

 

აუტოფსიის შედეგად დიეგო მარადონას სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Free News-ი ავრცელებს.

 

წყაროს თანახმად, გაირკვა, რომ ფეხბურთის ლეგენდა ფილტვების მწვავე შეშუპების შედეგად გარდაიცვალა, რაც გულის ქრონიკული უკმარისობით იყო გამოწვეული.

 

ასევე მარადონას გულში აღმოჩენილი იქნა დილატაციური კარდიომიოპათია, პათოლოგია, რომელიც იწვევს გულის პალატების ზრდას.

 

მარადონას გული ზომაში, ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი იყო.

 

დიეგო მარადონა გულის შეტევით 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

 

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დიეგო მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. დიეგო მარადონა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მარადონა 27 ნოემბერს ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner