logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსისგან განიკურნა – რა პრეპარატი გამოსცადა მან საკუთარ თავზე
- +

28 ნოემბერი. 2020. 17:39

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსისგან განიკურნა. ის კლინიკიდან სახლში გაწერეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა მედიკამენტებით იმკურნალა კორონავირუსზე ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა და რომელი მედიკამენტი გამოსცადა მან საკუთარ თავზე.

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, მან სხვა მედიკამენტებთან ერთად, სამკურნალოდ „რემდესივერი” გამოიყენა.

 

„ბატონი თენგიზი ცოტა გამონაკლისი პაციენტი იყო იმ მხრივ, რომ მას აქვს თანხმლები ქრონიკული დაავადება, ამიტომ მის მიმართ გამოვიყენეთ ანტივირუსული პრეპარატი, კერძოდ, მას „რემდესივერი” გადავუსხით.

 

პრეპარატი, რომელიც მან საკუთარ თავზე გამოსცადა არის „რემდესივერი“. რაც შეეხება სხვა პრეპარატებს, რასაც სხვა პაციენტებთან ვიყენებთ, ის მედიკამენტები იყო მასთანაც გამოყენებული.

 

ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მნიშვნელოვანი მკურნალობა აღარ სჭირდება, . კორონავირუსუგან უკვე განიკურნა“,- განაცხადა ენდელაძემ.

 

ინფორმაციისთვის, ინეფქციურმა საავადმყოფომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner