logo_geo
eng_logo
მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

30 ნოემბერი. 2020. 15:14

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და სააგენტოს ახალი სამუშაო გრაფიკის მიხედვით, ის მოქალაქეები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განხორციელება უწევთ დასვენების დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გამოცხადდნენ ერთი დღით ადრე, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით.

 

​ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

 

ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისაგან. ასევე, მოგიწოდებთ, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდეთ პირბადით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner