logo_geo
eng_logo
ბექა ფერაძე: საცალო-საბითუმო ვაჭრობა შეზღუდულია და არა აკრძალული, რაც ნიშნავს, რომ მათ ეკონომიკური საქმიანობა შეუძლიათ ონლაინ განაგრძონ
- +

30 ნოემბერი. 2020. 17:08

 

 

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, საცალო-საბითუმო ვაჭრობისწარმომადგენლებს ეკონომიკური საქმიანობა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ განაგრძონ. ამის შესახებ ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შეზღუდული და გამონაკლისი არც საქართველოა.

 

„რაც შეეხება, საცალო-საბითუმო ვაჭრობას, მთავრობის დადგენილებით, როგორც იცით, მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობები შეზღუდულია. თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, რომ შეზღუდვაა და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ ეკონომიკური საქმიანობა შეუძლიათ დისტანციურად, ონლაინ განაგრძონ. რომელიც აკრძალული არაა, თუმცა მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდულია. შესაბამისად, არც საქართველოა გამონაკლისი. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ მსგავსი ტიპის საქმიანობის შეზღუდვა მოხდეს", - განაცხადა ფერაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner