logo_geo
eng_logo
1-28 დეკემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება
- +

30 ნოემბერი. 2020. 17:27

 

 

1-28 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

 

 

 

1.ლანჩხუთი - 01.12.2020 - ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით - 10:00-17:00

 

  1. გურჯაანი - 02.12.2020 - ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან - 10:00-17:00

 

  1. ტყიბული - 02.12.2020 - კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ყვარელი - 03.12.2020 - კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან - 10:00-17:00

 

  1. ლენტეხი - 03.12.2020 - თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

 

  1. ახმეტა - 04.12.2020 - ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N 49, გამგეობის შენობასთან - 10:00-17:00

 

  1. ხონი - 04.12.2020 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. მესტია - 07.12.2020 - სეტის ქ.N 1 - 10:00-17:00

 

  1. დმანისი - 07.12.2020 - წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

 

  1. თეთრიწყარო - 08.12.2020 - თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ცაგერი - 09.12.2020 - რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

 

  1. მარტყოფი - 09.12.2020 - მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. დუშეთი - 10.12.2020 - რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი - 10:00-17:00

 

  1. ყაზბეგი - 11.12.2020 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ადიგენი - 14.12.2020 - თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ვანი - 14.12.2020 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ასპინძა - 15.12.2020 - მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, „თიბისი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ბაღდათი - 15.12.2020 - წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

 

  1. ნინოწმინდა - 16.12.2020 - პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ონი - 17.12.2020 - აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ - 10:00-17:00

 

  1. კასპი - 21.12.2020 - სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან - 10:00-17:00

 

  1. აბაშა - 21.12.2020 - ჯორჯიკიას ქ. N 3, „ლიბერთი ბანკის“ წინ - 10:00-17:00

 

  1. ქარელი - 22.12.2020 - თამარ მეფის ქ. N 48, „ლიბერთი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. მარტვილი - 23.12.2020 - თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ - 10:00-17:00

 

  1. საჩხერე - 23.12.2020 - თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. ყაზბეგი - 25.12.2020 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

 

  1. მესტია - 28.12.2020 - სეტის ქ.N 1 - 10:00-17:00
right_banner right_banner
არქივი
right_banner