logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი: ბატონი გილერმო ტოფონი საქართველოს უნდა ეწვიოს 18-20 დეკემბრამდე
- +

30 ნოემბერი. 2020. 16:03

 

 

ასოციაცია „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი „ქართუ ფონდს“ და მის დამფუძნებელს ღია წერილით მიმართავს. წერილს უცვლელად გთავაზობთ.

 

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და „ქართუ ფონდის“ დამფუძნებელს - ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს.

 

ბატონო ბიძინა,

 

პარტია „ქართული ოცნების“ კანცელარიაში რეგისტრაციაში  გატარებული  N 508 08.06.  და 654 17.11. 2020 წერილების თანახმად,  ინფორმირებული ბრძანდებით,  არგენტინიდან  წერილი გამოგიგზავნათ ჩვენი მასშტაბური, საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის მხარდაჭერისა და მისი განხორციელების  შესახებ, ორგანიზაცია „ვორლდ ელევენის“ პრეზიდენტმა ბატონმა გილერმო ტოფონიმ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის“ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

 

აგრეთვე  საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას,  რომელშიც უმთავრესი ადგილი უკავია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს, „პელეს თასზე“ და მის ვიზიტს,  რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ  2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრისთვის!!

 

რაც შეეხება კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას რუსეთის ფედერაციასთან,  პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის დავალებით,  ჩვენი პროექტი განიხილეს საგარეო და სპორტის სამინისტროებმა, რომელზეც მიღებული გვაქვს მადლობის წერილები!!! აგრეთვე,  თვითონაც ერთვებიან პროექტის განხორციელებაში!

 

ამა წლის 18-20 ოქტომბრამდე საქართველოს უნდა ეწვიოს გილერმო ტოფონი, რომელიც დაადასტურებს თავის მხრივ  მზადყოფნას  პროექტის განხორციელების საქმეში, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფუძნებას საქართველოში, რომელსაც ექნება აკადემიები სხვადასხვა ქალაქებში.

 

მასშტაბური  საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის მსგავსი პროექტი ჯერ არ განხორციელებულა საქართველოში,  რომელზეც სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ  დიდი წარმატებით რეალიზებისათვის! შეგახსენებთ  რომ აღნიშნულ პროექტზე თქვენ უკვე მხარდაჭერა აღგვითქვით თქვენთან  შეხვედრისას!

 

ბატონო ბიძინა, ბატონი გილერმო ტოფონი საქართველოს უნდა ეწვიოს  18-20 დეკემბრამდე და გვსურს თქვენთან შეხვედრა, რომელზეც როგორც ადრე გყავთ ინფორმირებული თქვენი ფონდის ხელმძღვანელი ნიკა ჩხეტიანი და თბილისის მერი კახა კალაძე, გთხოვთ, დაესწრონ  ამ შეხვედრას. ასევე, პრემიერ-მინისტრი ბ-ნი გიორგი გახარია. 

 

შეხვედრაზე, ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნებიან საინიციატივო ჯგუფის წევრები: კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივი მთავრობების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს,  ვეტერან ფეხბურთელთა კავშირისა და  ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, გიორგი სიჭინავა (გაგრიდან), რევაზ ძოძუაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი,  ფრიდონ სულაბერიძე, ომარ მხეიძე, ვაჟა აზარაშვილი, რომა რცხილაძე, თენგიზ გაჩეჩილაძე (გაზეთ „ლელოს“ საპატიო რედაქტორი),  გოგი თორაძე (კინორეჟისორი), მერაბ გაგლოევი (მოქანდაკე), ალექსანდრე კოტორაშვილი (ფოტოკორესპონდენტი), ანზორ კავაზაშვილი, ევგენი ლოვჩევი და სერგეი იოანესიანი - ქ.მოსკოვიდან.

 

გთხოვთ, ზემოთ აღნიშნული  სტუმრების მოწვევა და მიღება  უზრუნველყოს თქვენმა ფონდმა „ქართუმ“ და გვაცნობოთ  პასუხი.

 

პატივისცემით,

 

კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაცია „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, „გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების კავშირის“  საპატიო წევრი, გაერთიანებული ერების ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ნიკოლოზ პატარქალიშვილი

right_banner right_banner
არქივი
right_banner