logo_geo
eng_logo
თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
- +

1 დეკემბერი. 2020. 00:26

 

 

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას კი, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე. ინფორმაციას საქართველოს საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე  ავრცელებს.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის ხვალ, 1 დეკემბერს, 21:00 საათიდან!

ამასთან, ახალი რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად უნდა წარადგინოთ ე.წ. “HEშ” კოდი.

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება!

ხალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner