logo_geo
eng_logo
გიორგი შამუგია: კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება MVNO-ების დაშვებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ნაბიჯია ქვეყნისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის
- +

1 დეკემბერი. 2020. 14:50

 

 

„კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება MVNO-ების დაშვებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ნაბიჯია, როგორც ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის, ისე ქვეყნისა და საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის ახალი შესაძლებლობა  კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, რაც უმნიშვნელოვანეს გავლენას მოახდენს სხვა სფეროებზეც. შესაბამისად, MVNO-ების სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დაინტერესებულმა კომპანიებმა მშვიდად და უსაფრთხოდ განახორციელონ ინვესტიცია, და უშედეგოდ დროში გაწელილ პროცესზე თავის არიდებით, მარტივად და დროულად განახორციელონ მათი გეგმები“, - აღნიშნული განცხადება კომპანია „ჯი ენ სი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ქსელის ოპერატორთა ჯგუფის GeoNog2020 ფორუმზე გააკეთა.

 

მისივე განცხადებით, მისი კომპანიისთვის, როგორც პოტენციური MVNO-სთვის,  მნიშვნელოვანია ქსელზე ხელმისაწვდომობაზე ბარიერების მოხსნა.

 

„ბოლო 11 წლის მანძილზე სხვა კომპანიებთან ერთად ჩვენც გვქონია პრობლემები ქართულ ბაზარზე მოქმედ ოპერატორებთან, რაც თავისთავად პროგრესს და განვითარებას აფერხებს“, - განაცხადა გიორგი შამუგიამ.

 

გიორგი შამუგიამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გარანტიას ქმნის, რომ ბაზრის ახალ მოთამაშეებს ქსელზე დაშვების პრობლემები არ შეექმნებათ. დაინტერესებული კომპანიები და პოტენციური ვირტუალური ოპერატორები უფრო ეფექტურად შეძლებენ მოიზიდონ და განახორციელონ ინვესტიციები იმისთვის, რომ მომხმარებელს ეფექტური მომსახურება და სერვისები შესთავაზონ. გიორგი შამუგიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება ბიძგი ტელეკომ-სექტორისთვის ფასების შესამცირებლად, ხარისხის გასაზრდელად და ბაზარზე კონკურენციის ასამაღლებლად.

 

„მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიის აქტიური ჩართულობა ქსელის ოპერატორებსა და MVNO-ებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დასარეგულირებლად, რათა გაუთვალისწინებელმა წვრილმანებმა საქმე არ გააფუჭოს შემდგომში და ბაზარს მიმზიდველობა არ დაუკარგოს MVNO-ებისთვის, ურთიერთობაში არ წარმოიშვას უსამართლობის ელემენტები“, - აღნიშნა შამუგიამ.

 

კომპანია „ჯი ენ სი“ არის სტელს სტარტაპი, რომელიც მუშაობს სრულიად software defined & virtualized mobile core network-ის ელემენტების და BSS სისტემების შექმნაზე. ასევე, კომპანია არის TIP-ის და ONF-ის წევრი. კომპანია გეგმავს დაიწყოს ოპერირება მობილური ქსელის ვირტუალურ ოპერატორად და ბაზარზე არსებულ გამოწვევებს ინოვაციური სერვისების შეთავაზებით უპასუხოს. კომპანია საქმიანობის განხორციელებას communications platform as a service მოდელით გეგმავს და მომხმარებელს ნიშურ სერვისებს შესთავაზებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner