თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე 2 ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც report.ge წერს, სასწრაფო სამედიცნო დახმარების ჯგუფებმა დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.