დღეს, 1 დეკემბერს, ისტორიკოსის, იურისტის, დიპლომატის, პოლიტიკოსის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დსთ-სა და ბელორუსში, საქართველო-ბელორუსის სახელმწიფოთაშორის სავაჭრო სააგენტოს გენერალური დირექტორის, საქართველოს პროფსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ზურაბ ხონელიძის დაბადების დღეა.
ზურაბ ხონელიძე დაიბადა 1963 წელს ფოთში. 1986 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, რუსეთის დიპლომატიური აკადემია.
„რეპორტიორი“ ულოცავს ბატონ ზურაბს დაბადების დღეს და დღეგრძელობას, წარმატებებს უსურვებს სამოღვაწეო ასპარეზზე.