logo_geo
eng_logo
NATO-ს ექსპერტთა ჯგუფი: NATO-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა
- +

1 დეკემბერი. 2020. 22:30

 

 

NATO-მ  უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს საქართველოსთან პარტნიორობა“, - წერია დოკუმენტში „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის“, რომელიც NATO-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.

 

„ NATO-  ღია კარის პოლიტიკა უნდა გააქტიურდეს. NATO--მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოსთან, შეეცადოს გააძლიეროს ურთიერთობა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და დაუპირისპირდეს დესტაბილიზაციას დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

ამასთან, NATO-ს  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გრძელდება.

 

„რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება და აგრესიული ქმედებები ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია და უარყოფითად იმოქმედა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნავენ NATO-ს  ექსპერტები.

 

დოკუმენტს NATO-ს  გენერალური მდივანი 3 დეკემბერს ექსპერტებთან ერთად კარნეგის ცენტრში განიხილავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner