logo_geo
eng_logo
კაბუ „ნაცმოძრაობაზე“: კაცის გაუპატიურება? ეს ჯალალედინს არ უკადრია
- +

2 დეკემბერი. 2020. 19:09

 

 

 

მსახიობმა და რეპერმა კახა აბუაშვილმა, უფრო მეტად ცნობილმა სასცენო სახელით კაბუმ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” გაიხსენა.

 

მისი თქმით “ნაციონალური მოძრაობა” მას, როგორც ხელოვანს ავიწროვებდა და აიძულებდა მათთვის ემღერა.

 

“არავინ არ მემუქრებოდა, ეხლა რომ ვფიქრდები მაგრად დამინდეს, სიმართლეს გეტყვით, მაგრამ მაინც მაგრად შემაწუხეს, ბეწვზე გადავრჩი. მეგობრებზე, შვილზე და დედაზე არ მქონდა ნამღერი და ეხლა „ნაციონალებზე“ და პროკურატურაზე როგორ მემღერა, მთხოვდნენ მემღერა, თუმცა უფრო ხშირად მახსენებდნენ რომ უნდა მემღერა. მთხოვდნენ პროკურატურაზე, იქით სოდზე, კუდზე და საერთოდ მათზე მემღერა.”- ამბობს რეპერი.

 

კაბუს თქმით, იყვნენ არტისტები, რომლებსაც იძულებით ამღერებდნენ იმ მრავალ ტომიანი სისასტიკეების ფონზე, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” მმართველობის პერიოდში ჩადიოდა.

 

“ვინც აიძულეს იმან იმღერა და მე ვერ მაიძულეს. მე შემთხვევით გადავრჩი, იმიტომ რომ მთლად მტრები არ მყავდა, იქაც მყავდა ვიღაცეები. იყვნენ ძალიან ნიჭიერი ტიპები, განათლებულები და პერსპექტიული ტიპები მაგრამ რაღაც ეტაკათ. მე არ ვიცი ეს რა იყო, რაღაც საშინელი აგრესია ყველასადმი, არ იყავი მისი და საერთოდ არ იყავი . ამათი აღვირახსნილობა, რაღაც საშინელი გარყვნილობის პიკში იყვნენ, რაღაც მკვლელობები ქუჩაში სახალხოდ, დასჯა ტიპების, ტიპები დარბოდნენ დღისით მზისით და ავტომატებს უდებდნენ ხალხს. საშინელებებს აკეთებდნენ. ციხეებში რაც ხდებოდა ყველამ იცის, რადგან დამნაშავეა და რადგან პატიმარია ხო არ შეიძლება ესე მოქეცე? მამაკაცი არ გაუპატიურებია შაჰაბასს, ჰიტლერს არ გაუკეთებია ეგეთი რაღაც. კაცის გაუპატიურება? არავის არ გაუკეთებია არასდროს ეს. ეს იყო საშინელება, არ მთავრდებოდა უკვე მასიურად ხდებოდა, თითქოს უკვე ვეჩვეოდით ამ სიტუაციას. აი ესენი რომ არ გაეკეთებინათ მაგათ ძალიან დიდი სიამოვნებით დავუკრავდი ტაშს და ვიმღერებდი კიდეც. რატო არ ვიმღერებდი ადამიანზე, რომელსაც უყვარს ერი და სამშობლო”. – იხსენებს კახა აბუაშვილი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner