logo_geo
eng_logo
გლდანის რაიონს კიდევ ერთი მრავალფუნქციური სივრცე შეემატა
- +

2 დეკემბერი. 2020. 20:44

 

გლდანის მერვე მიკრორაიონში,  N23, N11, N9 და N6 კორპუსებს შორის არსებული სივრცე კეთილმოეწყო. მრავალფუნქციური სკვერი დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

 

აღნიშნული სკვერი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

 

„გლდანის მერვე მიკრორაიონში სამუშაოები დასრულდა. ეს კონკრეტული ტერიტორია, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, მთლიანად რეაბილიტირდა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოწყო საკალათბურთო მოედანი, ბავშვებისთვის - ატრაქციონები, რომლითაც ძალიან ბევრი პატარა სარგებლობს და სულ დატვირთულია.  ასევე, არის სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია განტვირთვა, დასვენება. ჩვენი მიზანია, რომ ასეთი სივრცეები მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში შეიქმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მრავალფუნქციური სივრცეში ტერასულადაა მოწყობილი გასართობი, დასასვენებელი და საბავშვო ზონები. აქ განთავსებულია  მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, შადრევანი, ხელოვნური მდინარე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის,  სკეიტბორდის მოედანი, ფიტნეს ზონა.

 

სკვერში დამონტაჟდა გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და  სარწყავი სისტემები. დაითესა ბალახი და დაირგო ხეები.

 

პროექტი გლდანის გამგეობამ განახორციელა და მისი ღირებულება 1 139 115 ლარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner