logo_geo
eng_logo
ლევან იზორია ვიზიტით იმყოფებოდა საქსონიის ფედერალურ მიწაზე
- +

2 დეკემბერი. 2020. 20:44

 

2020 წლის 1 დეკემბერს საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორია ვიზიტით იმყოფებოდა საქსონიის ფედერალურ მიწაზე.

 

ლევან იზორიამ შეხვედრა გა​მართა საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ მინისტრთან, მიქაელ კრეჩმერთან. ელჩმა გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია  საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. მხარეებმა განიხილეს  საქსონიის რეგიონსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები პროფესიული განათლების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა შეხვედრა საქსონიის პარლამენტის პრეზიდენტთან, მათიას როსლერთან. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საქსონიის რეგიონს შორის საპარლამენტო თანამშრომლობაზე. გერმანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში გამართულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა ელჩის შეხვედრა ქ. დრეზდენის პირველ ვიცე-მერთან, დეტლეფ ზიტელთან.  საუბრის მთავარი თემა იყო ქ. დრეზდენსა და საქართველოს ქალაქებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების პერსპექტივები.

 

გერმანული მხარის ინიციატივით ელჩი, ლევან იზორია ასევე ესტუმრა ქ. დრეზდენში მოქმედ პროფესიული განათლების ცენტრს

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner