logo_geo
eng_logo
თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

2 დეკემბერი. 2020. 21:09

 

 

თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა. სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით,  მემანქანე ინსტრუქტორს კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა.

 

„მემანქანე ინსტრუქტორი დეპო „გლდანში“ მუშაობდა. 17 ნოემბერს სიცხე ჰქონდა და თვითიზოლაციაში გადავიდა. 20 ნოემბერს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი. სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner