NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ.
„რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას. რუსეთი განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და შავ ზღვაში ყოფნის ზრდას. საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.