"ქართულ ოცნების“ წევრის, გიორგი ხელაშვილის შეფასებით, NATO-ს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში შეიძლება წავიკითხოთ, როგორც მოწოდება მაპის მინიჭების თაობაზე.
"ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოსთან NATO-ს მოლაპარაკებები უნდა გადავიდეს თვისებრივად განსხვავებულ ეტაპზე, რაც შეიძლება წავიკითხოთ, როგორც მოწოდება მაპის, მოქმედების გეგმის მინიჭებაზე. რამდენად განხორციელდება, მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ - საქართველოს და ნატოს ურთიერთობები ბოლო 4 წლის შემდეგ გაცილებით უფრო ახლო და დინამიური გახდება.
სამხედრო წრთვნებთან ერთად, ვფიქრობ, რომ საუბარი შეიძლება იყოს შავი ზღვის რეგიონში ნატოს გააქტიურებაზე და საქართველოსი ნატოს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაძლიერებაზე,"- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.