logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენ უკვე გვაქვს NATO-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან
- +

3 დეკემბერი. 2020. 02:00

 

 

უაღრესად მნიშვნელოვანი მინისტერიალი თავისი კონკრეტული შედეგებით არის კიდევ ერთი აღიარება იმ წარმატებული კურსის, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით , როგორც რეფორმების გზაზე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

„იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოკავშირეებს NATO-დან მიეღოთ ინფორმაცია პირველ წყაროდან რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის გამკლავებაც დღეს გვიწევს. ასევე, ვიმსჯელებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ განეიტრალდეს ეს საფრთხეები, მინიმუმამდე დავიდეს და ქვეყანას მიეცეს სტაბილური განვითარების საშუალება. ჩვენი ნატოელი და ევროპელი პარტნიორების გარეშე ბუნებრივია, ეს ძალიან გაგვიჭირდება“,- განაცხადა ზალკალიანმა.

 

მინისტრის  შეფასებით,  ეს მინისტერიალი გამორჩეული იყო ორი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგითაც.

 

„ერთი ის, რომ მინისტერიალმა დაამტკიცა ერთხმად NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, გაძლიერებული პაკეტი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2014 წელს უელსის სამიტზე მიიღო საქართველოს ეს პაკეტი და შარშან NATO-საქართველოს კომისიის მუშაობის დროს ბათუმში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს პაკეტი ახალი ელემენტებით და სწორედ დღევანდელ მინისტერიალზე საბოლოოდ წერტილი დაესვა ამას. ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას NATO-ს სტანდარტებთან მიმართებაში. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში.

 

ასევე, რაც პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია ეს არის ჩვენი თავდაცვისა და სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერება და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს თავსებადობას NATO-სთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner