logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: პირველ რიგში, ნაგავი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ჩვენი სახლიდან გავიტანოთ!
- +

5 ივლისი. 2016. 19:23


კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნის დროს „რეპორტიორს" განუცხადა, რომ სულხან მოლაშვილის  სიკვდილზე პასუხისმგებლობა გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი წერეთელს ეკისრებათ.


„ამ ბოროტების იდეოლოგი გიგა ბოკერია იყო. ისე ინაწილებს პასუხისმგებლობას იმ არაადამიანურ მოქცევაზე, რისი მოწმენიც ჩვენ ვიყავით და რისი მსხვერპლიც არის მოლაშვილი. ასევე ამის მონაწილეები არიან ადეიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი, გიგი წერეთელი და ყველა ის ადამიანი, ვინც  ამ ყველაფერს ხელს აფარებდა, ყველანაირად ცდილობდნენ, ეს დემოკრატიად წარმოესახათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს არ წაიშლება ხალხის მეხსიერებიდან და აუცილებლად დადგება დრო, როცა ისინი პასუხს აგებენ.

ბუნებრივია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ევროპა არის ჩვენი სახლი, მაგრამ ის სახლი უნდა იყოს სუფთა, დაგვილი. ჩვენც უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა და ჩვენი როლი არის ზუსტად ის, რომ ეს ნაგავი „ნაციონალური მოძრაობის" სახით გავიტანოთ ჩვენი სახლიდან პირველ რიგში.

ტაკიმასხარაობა ყოველთვის სჩვევია სააკაშვილს და ახლაც გრძელდება. ამაზე სერიოზული ლაპარაკი არ ღირს, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ უწმინდურობას წერტილი უნდა დაესვას, პოლიტიკურიც და სამართლებრივიც.დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება", - განაცხადა ხაინდრავამ. 


 

right_banner
არქივი
right_banner