logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ
- +

13 იანვარი. 2021. 19:33

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებები კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებულია და ამას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ.

 

მანვე აღნიშნა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდის დადასტურებიდან ყველა საჭირო კომპლექსური ღონისძიება გატარდა და უზრუნველყოფილი იქნა ინფიცირებული პატიმრების იზოლაცია, მათი მკურნალობა პროტოკოლის წესის დაცვით.

 

„ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოსდა სისტემაში პრობლემაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ დაძაბულობის შექმნის მცდელობას ემსახურება. ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება, პატიმრის ოჯახის წევრები, რომ პროცესი არის აბსოლუტურად კონტროლქვეშ, სისტემატურად ტარდება PCR ტესტები, შესაბამისად, არანაირი შფოთვის და განგაშის საფუძველი არ არსებობს”, - განაცხადა ამილახვარმა

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner