logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების კუთხით, ქუთაისი რჩება ცხელ წერტილად
- +

13 იანვარი. 2021. 20:00

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისი რჩება ცხელ წერტილად და ის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობით პირველ ადგილზეა.

 

როგორც მან ქუთაისის კლინიკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ქუთაისში სიტუაცია, ბათუმის მსგავსად, მალე დასტაბილურდება.

 

„სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ პაციენტებს ოჯახის წევრები ბინაზე იქამდე ტოვებენ, სანამ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, არ გახდება პირდაპირ სარეანიმაციო. ამას თუ რაღაც „გამართლება“ ჰქონდა ერთი თვის წინ ნოემბერ - დეკემბერში, როცა ამბობდნენ, რომ სასაწრაფოს ვერ უკავშირდებოდნენ და ადგილები არ იყო, ახლა ხომ ეს საკითხი მთლიანად მოხსნილია. ახლა მსგავსი არაფერი არაა. ჩემი რეკომენდაცია არის რომ, ოჯახები, სადაც არიან კოვიდინფიცირებულები, ექიმს მაშინვე დაუკავშირდნენ და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს ის სად დარჩეს, ბინაზე თუ კლინიკაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner