logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: იყო შეფერხებები, სიძნელეები და მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ სამედიცინო მომსახურების უქონლობის გამო, არავინ გარდაცვლილა
- +

13 იანვარი. 2021. 20:13

 

 

„იყო შეფერხებები, იყო სიძნელეები და მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ საბოლოოდ, სამედიცინო მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, ბინაზე სულ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, „რაც არის კარგი კრიტერიუმი და იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალში მაინც ყველა თავსდებოდა“.

 

მისივე შეფასებით, საქართველოს კლინიკური სექტორი არ ჩამოიშლება და ის ნებისმიერ დატვირთვას გაუძლებს.

 

„როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით მილიონ მოსახლეზე შემთხვევათა რაოდენობით, ჩვენმა კლინიკურმა სექტორმა მაშინ გაუძლო და არ ჩამოშლილა, ლონდონისა და ლოს-ანჯელესისგან განსხვავებით. იყო შეფერხებები, იყო სიძნელეები და მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ საბოლოოდ მომსახურების უქონლობის გამო არავინ გარდაცვლილა. ჰოსპიტლებში თითქოს ადგილი არ იყო, მაგრამ მაინც ყველა თავსდებოდა. ინგლისში ბინაზე 7 ათასი კაცი გარდაიცვალა. არ მგონია, ჩვენთან ამაზე უარესი იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner