logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია განმარტავს, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები
- +

13 იანვარი. 2021. 20:28

 

თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებისა და ბაღების გახსნაზე საუბარი, ჯერჯერობით, ადრეა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„სკოლებისა და ბაღების გახსნისთვის ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო, ამდენად ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლებისა და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5%-ზე ნაკლები, ანუ 3% მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვისაუბროთ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და მობილობის შემცირების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლა პირველ სემესტრში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner