logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს ქადაგება აკრძალული აქვს
- +

13 იანვარი. 2021. 23:02

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე, ბოლო პერიოდში რამდენჯერმეა გაფრთხილებული თავისი გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო და აკრძალული აქვს ქადაგება.

 

ჯაღმაიძის თქმით, ახლა არქიმანდრიტი გრიგოლი კომისიაზეა დაბარებული და „თუ დანაშაული დადგინდება, ის საეკლესიო სასჯელს მიიღებს“.

 

„არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე რამდენჯერმეა ბოლო პერიოდში გაფრთხილებული თავის გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო! ამჟამად აკძალული აქვს ქადაგება! მასზე შემოსულია მორიგი საჩივარი, რომლის გამოც დაიბარეს კომისიაზე და არ გამოცხადდა ბუნდოვანი მიზეზების მოშველიებით, უახლოეს დღეებში დაიბარებენ ხელახლა და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს. ქადაგება აუკრძალეს, ეს კი დამჯდარა ეხლა აქ და ქვეყნის გადარჩენის მორიგ გეგმას გვაცნობს!“ - წერს ანდრია ჯაღმაიძე და ერთ-ერთ მედიაცენტრში არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძის მიერ გამართული პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner