logo_geo
eng_logo
ბუკნარის მკვიდრი, მუსლიმი თემის წარმომადგენელი: ჩამოვივლით მთელ სოფელს და შევარიგებთ ყველას
- +

13 იანვარი. 2021. 23:42

 

 

ჩოხატაურის მერიაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა დასრულდა. ისინი ამბობენ, რომ შეთანხმება მიღწეულია. ხვალ ჩამოივლიან სოფელს და შერიგდებიან.

 

„გამგებელთან და დეპუტატთან ერთად ხუთ-ხუთი კაცი ჩამოვივლით მთელ სოფელს და შევარიგებთ ყველას“, - ამის შესახებ ბუკნარის მკვიდრმა, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა, ბესიკ პაიჭაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სამლოცველო აუცილებლად იფუნქციონირებს და სოფელიც აუცილებლად შერიგდება.

 

„გამგებელთან და დეპუტატთან ერთად ხუთ-ხუთი კაცი ჩამოვივლით მთელ სოფელს და შევარიგებთ ყველას და ამით დამთავრდება ყველაფერი. ჩვენ ვართ ძმები. აუცილებლად უნდა შევრიგდეთ. სამლოცველო აუცილებლად იფუნქციონირებს. ჩვენ ძმურად ვცხოვრობდით და ასე გავაგრძელებთ. არ ყოფილა აქ საუბარი მეჩეთის გაფართოებაზე, არც მშენებლობაზე, ჩვენ გვყოფნის ის, რაც გვაქვს. გვინდა გარემონტება და გავარემონტებთ“, - განაცხადა ბესიკ პაიჭაძემ.

 

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა მერიის შენობასთან შეკრებილების ნაწილი, მათ შორის ბუკნარში ბათუმიდან ჩასული მუსლიმები. მათი ნაწილი ამბობს, რომ არ დაიშლებიან.

 

„ბუკნარი არ არის ცალკე პრობლემა. მუსლიმი თემის უფლებების საკითხი მთელ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, სანამ ამას არ მივაღწევთ აქცია გაგრძელდება, - განაცხადა რეზო წულუკიძემ.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის გუშინ დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner