logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კულტურულ ძეგლებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე დროშებია გამოფენილი
- +

14 იანვარი. 2021. 10:52

 

 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლსა და ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო დროშებია გამოფენილი დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეებზე, ნიკო ნიკოლაძის კოშკზე ფოთში, სვანურ კოშკზე მესტიაში, სენაკის ისტორიულ თეატრსა და ნოქალაქევზე, მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზე.

 

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.

 

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა გონგაძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner