კახეთში კორონავირუსით 89-ე პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუს ემხსვერპლა 87 წლის ქალი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მკვიდი იყო. იგი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამასთან, რეგიონში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა 109 კონტაქტი ეპიდემიოლოგებმა დღეს უკვე მოიძიეს.
რეგიონის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 953-მდე გაიზარა, აქედან ყველაზე მეტი, 2 286 შემთხვევა თელავშია გამოვლენილი. დღის განმავლობაში კი 80 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში ვირუსი 7 947- მა დაამარცხა.
https://imedinews.ge/ge/covid19/181606/kakhetshi-koronavirusit-kidev-erti-patsienti-gardaitsvala