logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი განიხილება
- +

15 იანვარი. 2021. 16:00

 

 

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. კომისიამ იმუნიზაციის იმ გეგმაზე უნდა იმუშაოს, რომელსაც ორშაბათს მთავრობას წარუდგენს.

 

„დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება, იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შემოვიტანოთ. ასევე, ამასთან დაკავშირებით, მოხდა საკანონმდებლო ინიცირება. ტექნიკური მზაობა, „ცივი ჯაჭვი“ სრულად შევისწავლეთ და მოხდა ინვენტარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, დოკუმენტში განხილულია, თუ რა მზაობაა ქვეყანაში. კოვაქს-პლატფორმიდან მივიღეთ წერილი და 18 იანვარს სამინისტრომ უნდა გაგზავნოს საპასუხო წერილი. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩვენი დოკუმენტი დააკმაყოფილებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner