logo_geo
eng_logo
განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი 150 მეტრიანი ხიდი შენდება
- +

15 იანვარი. 2021. 21:55

 

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ. ხიდის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს, ახალი ხიდის სიგრძე 150 მეტრამდე იქნება.

 

,,პანდემიის პერიოდში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენს რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს, მშენებელი კომპანიები იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ამჟამად ვიმყოფებით განმუხურში, სადაც მდინარე ენგურზე განმუხური დარჩელის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს ვაშენებთ, აქამდე არსებული ხიდი ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეების მოძრაობას“-  განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

 

ხელშეკრულების მიხედვით, ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner